რუსთავში ქალაქის აღმნიშვნელი წარწერა გაკეთდება [Photo]

2022-04-11 10:12:41

რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის აღმნიშვნელი წარწერა გაკეთდება.

ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი ასოების კონპლექტი მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით გაკეთდება, რომლის ფარგლებშიც ქალაქის დასახელების გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის შემოსასვლელს, განახლდება თამარ მეფის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნებიც.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციებიდან ირკვევა, წარწერა "რუსთავი" 2 ენაზე, ქართულად და ლათინური შრიფტით იქნება. მარმარილოსა და კირქვის გრანულებით დამზადებული. ქვის სხმული უნდა იყოს ერთიანი მასის, წყალმედეგი, ყინვამედეგი, გაპრიალებული, დამუშავებული ქიმიური სითხით და არ უნდა იყოს შებათქაშებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები