"ინფო რუსთავს" რუსთავის მაცხოვრებელი დაუკავშირდა და აცნობა რომ ხიდზე რომელიც მდინარე მტკვარზეა, მოაჯირია დაზიანებული. მისი ინფორმაციი ვითარება საგანგაშოა რადგან თუ ფეხით მოსიარულე მოაჯირზე მიეყუდება შეიძლება მტკვარში გადავარდეს. "XI მიკრო-რაიონიდან, დავით გარეჯის ქუჩისკენ რომ მიდიხართ, ე.წ. ახალ ხიდზე მოაჯირია დაზიანებული. გთხოვთ ხალხი გააფრთხილეთ და ინფორმაცია მერიასაც მიაწოდეთ რომ მოაჯირს არ მიეყუდოთ, მტკვარში გადავარდებით" - განაცხადა ჩვენთან საუბარში "ინფო რუსთავის" მკითხველმა.
ჩვენ მოწოდებული ინფორმაცია ადგილზე გადავამოწმეთ და მოაჯირი მართლაც დაზიანებული აღმოჩნდა, აღნიშნულის შესახებ კი მერიის შესაბამის სამსახურს ვაცნობეთ. "ინფო რუსთავი" მადლობას უხდის გულისხმიერ რუსთაველს ინფორმაციის მოწოდებისთვის.