შემცირდება თუ არა რუსთავში ავტობუსების მოლოდინის დრო

2021-03-28 18:59:17

"საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია მგზავრთა ნაკადი", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.

საინფორმაციო სააგენტომ ლაცაბიძეს ჰკითხა, შემცირდება თუ არა მუნიციპალური ავტობუსების მოლოდინის დრო, რაც, მოქალაქეების თქმით, ზოგიერთ მარშრუტზე განსაკუთრებით პრობლემურია.

ქალაქის მერის თქმით, პირადად მას ინფორმაცია უკვე აქვს კონკრეტულ ხაზებთან დაკავშირებით და მუშაობენ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია მგზავრთა ნაკადი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილი მოსახლეობისთვის. რამდენიმე კვირის წინაც იყო მომართვა მოსახლეობისგან, შევცვალეთ ერთი ხაზი და მოვარგეთ სწორედ მათ საჭიროებებს. თუ ამ ტიპის აუცილებლობები იქნება, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ, მათ შორის, 2 ხაზზე მე თვითონაც ვიცი, რომ არის გარკვეული შეფერხება, ლოდინის პერიოდი არის ცოტა იმაზე მეტი, ვიდრე უნდა იყოს და ამაზე ვმუშოაბთ, რომ გამოვასწოროთ. მუშა პროცესია ეს", - განაცხადა ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რუსთავის მერის თქმით, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასურის ზრდა არ იგეგმება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები