რუსთავის მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა არ გაძვირდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.
"ფასის გაზრდა არ იგეგმება და არასწორი ინფორმაციაა, თუ ამას ვინმე ავრცელებს", - აცხადებს ლაცაბიძე.
მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის საფასური 50 თეთრია.
შეგახსენებთ, 80 თეთრს იხდიან მგზავრები რუსთავის შიდასაქალაქო მიკროავრობუსებით სარგებლობაში.