გარდაბანში, სოფელ თელეთთან ახლოს, შავნაბადას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, დამწვარია მონასტრის ორსართულიანი ხის კელია, სადაც ბერები ცხოვრობდნენ.
ამ დროისთვის ადგილზე 5 ცისტერნა და 25-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.