რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ყელასათვის ნაცნობი მუსიკალური ნაწარმოებები, მაყურებლის წინაშე, ესტრადის მომღერლებმა და ადგილობრივი სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს. ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები წაიკითხა კომპოზიტორის მეუღლემ პოეტმა მანანა დანგაძემ. კომპოზიტორის საიუბილეო საღამოს ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.