რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე წარმოქმნილ საცობში სასწრაფო დახმარების მანქანას გზის გათავისუფლებაში მოქალაქე დაეხმარა. აღნიშნულის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში სოფიო პერტახია ავრცელებს. ქალბატონი წერს, რომ უცნობმა მამაკაცმა ორი კილომეტრი ფეხით გაირა, რათა რეანომობილისთვის გზა გაეთავისუფლებინა.
"მთელი დღეა საცობში გვიწევს სიარული, მაგრამ ის რაც დღეს საღამოს ამ ადამიანმა გააკეთა სწორედ რომ თვითშეგნების საოცარი მაგალითია.ადამიანი, რომელმაც დაინახა რომ სასწრაფოს გზას არ უთმობდნენ, საკუთარი მანქანა სხვას გადააბარა და თითქმის ორი კილომეტრი ფეხით ცდილობდა ჩვენთვის გზა გაეთავისუფლებინა...ისე დავემშვიდობეთ ვინაობაც კი არ გვითხრა.მადლობა თქვენ, უცნობო ძალიან მაგარო და კეთილო ადამიანო" - წერს სოფიო პერტახია. ნახეთ ვიდეო.