"ინფო რუსთავის" კითხვები მერობის კანდიდატებს (ვიდეო)

2017-09-13 12:13:05

"ინფო რუსთავმა" ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მერობის კანდიდატებს კითხვები დაუსვა.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ "არჩევანში" ადგილობრივ ჟურნალისტებს რუსთავის მერობის კანდიდატებთან კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. "ინფო რუსთავის" ჟურნალისტის, გიორგი ჩომახაშვილის, კითხვები ქალაქის მერობის 6 კანდიდატთან რუსთავში არსებულ პრობლემებს ეხებოდა.

"ინფო რუსთავმა" ყურადღება ქალაქის ბიუჯეტის გაზრდის მექანიზმებზე, სოციალურ პრობლემებზე, ახალგაზრდების გართობასა და სპროტის თემებზე, ასევე დასაქმებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე, ქალაქში არსებულ მწვავე ეკოლოგიურ მდგომარეობასა და მიწების რეგისტრაციის საკიხებზე გაამახვილა.

გადაცემა რუსთავი 2-ის ეთერში 12 სექტემბერს გავიდა. ნახეთ ვიდეო.