"თიბისი" ბანკში თავდასხმა მოხდა

2017-09-12 15:38:49

თბილისში, წერეთლის გამზირზე "თიბისი" ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. დაახლოებით 14 საათზე, ბანკში ნიღბიანი პირი შეიჭრა და თანხის გატაცება სცადა. გავრცელებული ინფორმაციი თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული, თუმცა დაცვის სამსახურმა თავდასხმის აღკვეთა დროულად შეძლო. მას შემდეგ რაც ბანკის თანამშრომლებმა მოასწრეს და განგაშის ღილაკს მიმართეს, თავდამსხმელი შენობიდან გავიდა და ადგილიდან მიიმალა. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

წყარო: რუსთავი2