რუსთავის ვ. გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ზეთის ხილისა და ფიჭვის ხის ათეულობით ნერგი დაირგო. აქციაში სასულიერო პირებთან და ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიიღო. გამწვანების აქცია საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.