სოციალურ ქსელში ტვიტერის მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს სადაც ჩანს რომ, ბაჰამის კუნძულებზე, სანაპიროზე ოკეანე აღარ არის. ვიდეოს ავტორი ოკეანეს ფსკერს ათვალიერებს და გაოგნებულია რომ სანაპიროზე წყალი გაქრა. შეგახსენებთ რომ ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალმა "ირმა" გუშინ გადაუარა, მეტეოროლოგები ვარაუდობენ რომ სწორედ ქარიშხალმა შეიწოვა დიდი ოდენობით წყალი, რაც თავისთავად უჩვეულო ბუნებრივი მოვლენაა. ნახეთ ვიდეო.