რიგები რუსთავის მაღაზიებში [video]

2022-03-09 18:44:02

რუსთავში არსებულ ქსელურ მაღაზიებში ხალხმრავლობაა. [ვიდეო/video]

მოქალაქეები პირველადი მოხმარების პროდუქტებს იმარაგებენ. ძირითადად, მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ზეთზე, ბურღულეულზე და მარილზე, შაქრისა და ფქვილის მარაგები კი, უკვე თითქმის ყველა მარკეტში ამოწურულია.

მაღაზიებში განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ შეინიშნება, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი დასახელების პროდუქტი დეფიციტური ხდება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები