რომელ პროდუქტებზეა რუსთავის მაღაზიებში დეფიციტი

2022-03-09 12:52:33

რუსთავის მაღაზიებში შაქრისა და ფქვილის დეფიციტია.

"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი ქალაქში არსებულ რამდენიმე მსხვილ ქსელურ მარკეტში იმყოფებოდა და აღმოჩნდა, რომ შაქარისა და ფქვილის მარაგები გუშინ გვიან ღამით ყველგან ამოიწურა.

როგორც მაღაზიებში დასაქმებულები აცხადებენ, ბოლო 2-3 დღეა მომხმარებლების მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. დასაქმებულების თქმით, მოქალაქეები შაქარსა და ფქვილს დიდი რაოდენობით იმარაგებენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები