საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება იწყება

2017-09-11 12:35:41

ორმოცდაეათე საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, ახალდაბადებულ მესამე და შემდგომ ბავშვს მონათლავს.

"ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები, მშობლების ,ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები, შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები, მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი cd დისკით, ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი cd დისკით. საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10, 558 65 11 59,  593 46 45 71" -აღნიშნულია განცხადებაში.