თავდაცვითი ფუნქციის მქონე მიწისქვეშა ობიექტები რუსთავში [photo]

2022-03-03 00:51:41

რუსთაველები სოციალური ქსელის ღია ჯგუფებში აქტიურად განიხილავენ თემას, არის თუ არა რუსთავში მიწისქვეშა თავშესაფრები. მოქალაქეები ინტერესდებიან, რამდენი თავდაცვითი ობიექტი აქვს მიწის ქვეშ ქალაქს და სად მდებარეობს ისინი.

საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის არაერთი სირცეა მოწყობილი, მათ შორის რამდენიმე არის რუსთავშიც.

საბჭოთა პერიოდში, ქალაქში თავდაცვის მიზნით აშენებული ობიექტები ახლა უფუნქციოა ან საწყობებადაა ქცეული.

ინფორმაციისთვის, საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ფიქრობდა, რომ შესაძლო იყო სახელმწიფოზე ატო­მუ­რი თავდასხმა გან­ხორ­ცი­ელ­ბუ­ლი­ყო, ამის გამო მიიღეს მიწიქვეშა თავშესაფრების აშენების გადაწყვეტილება საბჭოეთის მასშტაბით.

ამ სივრცეებში წლების წინ ქიმიური ლაბორატორიები ფუნქციონირებდა, ასევე აღიჭურვებოდა სპეციალური ტექნიკით - საზომი ხელსაწყოებით, აირწინაღებით, დიზიმეტრებით და სხვა სპეციალური დანადგარით.

თავდაცვითი ფუნქციის მქონე მიწისქვეშა ობიექტები, ძირითადად, საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიებზე შენდებოდა.

"ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში აშენებულ მიწისქვეშა თავსესაფრებს, რომლებიც გაგარინის ქუჩაზე, მე-11 და მე-7 მიკრორაიონებში, ჭყონდიდელის დასახლებასა და ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები