რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე სპორტული მოედანი მოეწყობა

2022-01-20 12:11:27

რუსთავში რამდენიმე ქუჩაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია და მოწყობა იგეგმება. რუსთავში გურამიშვილის ქუჩაზე N9, N5 და N11 ნომრებს შორის მოხდება სპორტული მოედნის განახლების.

ფალიაშვილის ქ. N7ა-ს N7 და მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ კი მოეწყობა ახალი სპორტული და საბავშვო მოედნები. სპორტული მოედანი ასევე გაკეთდება მე-14 მკ.რ. #39 კორპუსთან.

რუსთავის მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერი უკვე გამოაცხადა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 447 949 ლარი გამოყო.