რუსთავში ქარის სიჩქარემ დღის მეორე ნახევარში მოიმატა, ძველ რუსთავში ქართან ერთად იყო წვიმაც. ძლიერი ქარის შედეგად რამდემე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ასევე დაზიანდა რკინის სარეკლამო კონსტრუქციები, ქალაქის შემოსასვლელში ერთ-ერთი სარეკლამო ბანერი პირდაპირ გაჩერებასთან დაეცა, საბედნიეროდ ადგილზე არავინ იმყოფებოდა. საკმაოდ დიდი კონსტრუქცია მოგლიჯა ქარმა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, კონკრეტულად კი სასწავლო ცენტრი, კრწანისის გადასახვევთან, საბედნიეროდ არც ამ შემთხვევაში არავინ არ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.