რუსთავის მუზეუმში საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა. საღამოზე კონსერვატიული პარტიის წევრი ქალბატონების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენა-გაყიდვა 14 წლის რევაზ რაზმაძის დასახმარებლად მოეწყო. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოზარდს მედიკამენტოზური დახმარების გასაწევად გადაეცემა. მუზეუმში გამოტანილი ნამუშევრების დათვალიერება და შესყიდვა მსურველებს 3 დეკემბრამდე შეეძლებათ. ღონისძიებას რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.