რუსთაველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

2017-09-07 11:59:36

რუსთაველი სპორტსმენი გიორგი მელიქიშვილი მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 18 წლის სპორტსმენი ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე აბსოლუტურ (18 წლამდე) კატეგორიაში  4 მეტოქეს დაუპირისპირდა, ფინალში კი ქართველი მკლავჭიდელი ვასო იმერლიშვილი დაამარცხა და სპორტული კარიერის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.

გიორგი მელიქიშვილის მწვრთნელი გოგა მაღლაკელიძეა. რუსთაველი სპორტსმენი 16 წლიდან ვარჯიშობს და მსოფლიო ჩემპიონის სამი ტიტულის მფლობელის გარდა, ორგზის ევროპის ჩემპიონიცაა.

2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში 6 სექტემბერს გაიმართა.
გიორგი მელიქიშვილი ახლო მომავალში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობასაც გეგმავს. ნახეთ ვიდეო.