რუსთავის რომელის სკოლები დაიხურა კოვიდის გამო

2022-02-05 17:09:37

რუსთავში, ამ დროის მონაცემებით, სწავლების ონლაინ რეჟიმზე 19 სკოლაა გადასული.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, კოვიდის შემთხვევების გამო, სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-9, მე-11, მე-12, მე-13, მე-14, მე-16, მე-17, მე-20, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე და 26-ე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.

მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები კი თითქმის ყველა სკოლში ფიქსირდება, სადაც წერტილოვანი შეღუდვებია დაწესებული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები