იანვრის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 10 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
სამწუხაროდ, გასულ თვეში, ქალაქში და მის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 თვის ბავშვი გარდაიცვალა, 7 პირი კი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც.
იანვრის თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა აღმაშენებლის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაზე, მშვიდობისა და მშენებელთა ქუჩებზე. მეგობრობის, შარტავასა და კოსტავას გამზირებზე, ასევე რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე.