მოქალაქეს ხის მასალა რეანომობილის მსგავსი ავტომობილით გადაჰქონდა (ვიდეო)

2017-09-06 13:17:32

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ხონის რაიონის სოფელ ღვედში, დევნის შედეგად, მერსედესის მარკის მიკროავტობუსი გააჩერეს, რომელიც 112-ის განმასხვავებელი ყალბი სტიკერებითა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანების მსგავსი, ლურჯი ფერის სანათი საშუალებებით (ციმციმა) იყო აღჭურვილი. მერსედესის მარკის მიკროავტობუსის სალონში, 3 მ3 დახერხილი ხე-მასალა იყო განთავსებული.

მძღოლმა  ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. გარდა მაისა, ის სპეცსიგნალებსა და სანათ საშუალებებს შსს-ს ნებართვის გარეშე იყენებდა.
ადგილზე შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება. ნახეთ ვიდეო.