რამდენი პირი გარდაიცვალა კოვიდით რუსთავში

2022-01-31 18:29:28

რუსთავის კოვიდკლინიკებში ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსს 1 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

84 წლის ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, ინფიცირებულ ქალს მძიმე თანმხლები დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქში არსებულ სხვა კოვიდმიმღებ კლინიკებში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები