დღეს რუსთავის სასამართლოში წალკაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აიკ მელტონიანისა და ანდრანიკ თამარიანის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოზე მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მელტონიანების ადვოკატები, დიანა გვიშიანი და თამარ სადრაძე, სხდომაზე წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების გამოკვლევასა და აღნიშნული საქმიდან იმ მასალების ამოღებას ითხოვდნენ, რომელიც მათი აზრით პროცესთან კავშირში არ არის. საქმის პროკურორი გიორგი ღონღაძე კი თამარიანების მოთხოვნას დაუსაბუთებელსა და უსაფუძვლოს უწოდებს და წარდგენილი მტკიცებულებების დაშვებას ითხოვდა. მოსამართლე მადონა მაისურაძის გადაწყვეტილებით კი ადვოკატების მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.შეგახსენებთ, წალკაში თამარიანებისა და მელტონიანების დაპირისპირება წლებია გრძელდება. 4 თვის წინ აიკ მელტონიანს შინ მიუვარდა სამსონ თამარიანი, რომელმაც შეკამათების შემდეგ ჯერ ავტომანქანა დააჯახა მელტონიანის 15 წლის ვაჟს, შემდეგ კი თამარიანის ვაჟმა მელტონიანის 23 წლის ძმისშვილის ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.