რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

2022-01-31 13:50:08

რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.

პირველი მოადგილის თანამდებობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დასახელებულმა კანდიდატმა, ალექსანდრე ბერიძემ დაიკავა.

ასევე თავმჯდომარის მოადგილე გახდა პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი ზაზა ჯაიანი.

"ქართულმა ოცნებამ" კანდიდატის დასახელებაზე უარი განაცხადა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები