რუსთავში სასწრაფოს ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა [video]

2022-01-29 23:53:47

რუსთავში სასწრაფოს ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მშენებელთა ქუჩაზე ერთმანეთს "ბეემვე"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი დაეჯახნენ.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთერთი ეკიპაჟის წევრი, ექიმია, ხოლო მეორე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. პაციენტების დასახმარებლად ადგილზე დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახეს და დაშავებულები ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ რომ მსგავსი ავარია რამდენიმე დღის წინ კოსტავას გამზირზე მოხდა.