რუსთავში, მე-16 საჯარო სკოლის ეზოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. [ვიდეო/video]
გარდაცვლილი სკოლის მასწავლებელმა ნახა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 63 წლის კაცმა დილის საათებში სკოლის ეზოში სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.