რუსთავში კიდევ 2 სკოლა დაიხურა

2022-01-27 18:12:22

რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ 2 საჯარო სკოლა დაიხურა.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა მე-16 და მე-20.

მისივე ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით სრულად ონალის სწავლებაზე 8 საჯარო სკოლაა. ასევე მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიქსირდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები