რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ 2 საჯარო სკოლა დაიხურა.
როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა მე-16 და მე-20.
მისივე ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით სრულად ონალის სწავლებაზე 8 საჯარო სკოლაა. ასევე მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევები თითქმის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ფიქსირდება.