ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა

2022-01-27 00:26:12

28-30 იანვარს მცირე ნალექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 29 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. შიდა ქართლში ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდე დაეცეს.

31 იანვრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 28 იანვრიდან უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 იანვარი +8°C,  29 იანვარი +8°C, 30 იანვარი +9°C, 31 იანვარი +11°C.