რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კოვიდს რუსთავში

2022-01-26 19:30:11

რუსთავის კოვიდკლინიკებში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსს 1 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

78 წლის ქალი მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. კლინიკური დირექტორის, მანანა კაპანაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს სხვადასხვა თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქში არსებულ სხვა კოვიდმიმღებ კლინიკებში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები