რუსთავში კიდევ ერთი ბაღი დაიხურა

2021-01-26 18:30:49

რუსთავში კორონავირუსის გავრცელების გამო კიდევ ერთი, მე-10 ბაგა-ბაღი დაიხურა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, ქალაქის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები 12 სააღმზრდელო დაწესებულებაში ფიქსირდება.

ვირუსის გავრცელების გამო რამდენიმე დღის წინ დაიხურა 31-ე ბაგა-ბაღიც.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები