ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა

2022-01-26 20:38:06

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 2 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ქუთაისში მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფრომაციით, ახალგაზრდები ქუთაისში მუშაობდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მეზობლებმა ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს, ადგილზე შესაბამისი სამსახური გამოიძახეს და ბინაში ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს.

ერთ-ერთი გარდაცვლილი 23 წლის ლაშა კვაჭაძეა. იგი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაღლეფის მკვიდრია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები