"რადგან უფასო გახდა, გამოყენება გაიზარდა"

2022-01-27 21:13:33

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ რიგ მისამართებზე ლიფტები მას შემდეგ, რაც უფასო გახდა, ხშირად ფუჭდება და გამოდის მწყობრიდან.

როგორც ააიპ "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, კარლო ნოდია აცხადებეს, ასეთ შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ ლიფტის შესაკეთებლად მომსახურე ლიფტიორ კომპანიას უნდა მიმართონ, თუ მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ მაშინ მერიის ან ააიპ "რუსთავის კორპუსის" ცხელ ხაზს.

ნოდიას ცნობით, რაც ლიფტები უფასო გახდა გამოყენებაც გაიზარდა, სწორედ ეს არის რიგ მისამართებზე ლიფტების ხშირი გაფუჭების მიზეზი.

"ლიფტიორ კომპანიებსა და ამხანაგობებს შორის არის გაფორმებული ხელშეკრულება. გაფუჭების შემთხვევაში ამხანაგობა თავად ეხმიანება ამ კომპანიებს, თუ მათთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ უნდა დაუკავშირდნენ მერიის ცხელ ხაზს ან რუსთავის კორპუსის ცხელ ხაზზე. რადგან უფასო გახდა, გამოყენება გაიზარდა.

პლუს, ითხოვენ მწყობრიდან გამოსული მე-2 და მე-3 სართულების აღდგენას და დამატებას, რადგან აქამდე არ სურდათ მოხმარებული ელექტრო ენერგიის საფასურის გადახდა. თუ სურთ ამის შეკეთება, მაშინ თავად ამხანაგობამ უნდა ითანამშრომლოს ლიფტიორ კომპანიასთან. მერიას პასუხისმგებლობა აღებული აქვს მომსახურებაზე, ახლა მიღებული თუ გაფუჭდება იმას გავაკეთებთ.

ეტაპობრივად მონიტორინგი კეთდება და ვის რა პრობლემები აქვს ნელ-ნელა იკვეთება, ლოკალურად ვიღებთ ამ წერტილებს და ვაგვარებთ პრობლემას",- განაცხადა კარლო ნოდიამ.

რუსთავის მერიის ცხელი ხაზი: 0341 25 51 27
ააიპ "რუსთავის კორპუსის" ცხელი ხაზი: 0341 25 10 73

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები