რუსთავში ხანძრის დროს სახლი დაიწვა [video]

2022-01-25 10:07:05

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარედ ხანძრის დროს სახლი დაიწვა. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სახლის მეპატრონემ გამუცხადა, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა და ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო სადენების გამო გაჩნდა.

სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია ჩართულო, ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცავები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები