რუსთავში ეპიდმდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა

2022-01-24 19:41:01

რუსთავში ბოლო დღეებში ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა.

კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 111 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 237 პირი შემოწმდა.

კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 330 პირი გამოიკვლიეს.