რუსთავში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კომპანიის შესარჩევად, რომელიც სამუშაოებს ჩაატარებს, ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა და აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 1 833 065 ლარი გამოყო.
გარდა შენობის რეაბილიტაციისა, სამუშაოების დროს მოხდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.