რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსს აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.
"სასაწავლო სააღმზრდელო პროცესების მმართველი (მეთოდისტი), 15 ვაკანტური პოზიცია:
• სრული სამუშაო განაკვეთი;
• თანამდებობრივი სარგო 4-6 ჯგუფიან ბაღში დარიცხული თვეში 1000 ლარი;
• თანამდებობრივი სარგო 8 დან 13 ჯგუფიან ბაღში დარიცხული თვეში 1130 ლარი.
მოთხოვნები:
• ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ მიმართულებაში/სპეციალობაში;
• აღმზრდელის ან ფსიქოლოგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელთათვის პერსონალური ასისტენტი, 6 ვაკანტური პოზიცია:
• არასრული სამუშაო განაკვეთი;
• თანამდებობრივი სარგო დარიცხული თვეში 260 ლარი.
მოთხოვნები:
უმაღლესი ან პროფესიული განათლება (დაიშვება შესაბამისი პროფესიის სტუდენტიც) ან შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:
1. საბუთების შერჩევა 01.02.2022 დან 04.02.2022 მდე;
2. გასაუბრება 7-8-9 თებერვალი 2022 წ. მისამართი: ქ.რუსთავი, კოსტავას ქ.#20", - ნათვქამია განცხადებაში.