რა ვაკანსიები დარჩა რუსთავის სკოლებში

2022-01-24 11:57:42

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლაში მუშაობის მსურველებისთვის ვაკანსია გამოაცხადა.

რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ამ ეტაპზე შემდეგი ვაკანსიებია დარჩენილი:

1. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №16 საჯარო სკოლა, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 25 იანვარი;

2. საინფორმაციო მენეჯერი - მზეკაბანი 2, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 იანვარი;

3. მასწავლებელი/მაძიებელი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII,  ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლა, განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 26 იანვარი.

ვაკანსიებს, რომლებიც ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მაძიებელ მასწავლებლებს შეუძლიათ თვალი ადევნონ Teacherjobs.ge-ზე.