მართმადიდებლური გალობის საღამო (ფოტო/ვიდეო).

2016-11-29 19:16:59

 

მეუფის რეზიდენციაში მართმადიდებლური გალობის საღამო გაიმართა. 12 საგალობელი რუსთავის კამერულმა გუნდმა შეასრულა. საღამოზე გაჟღერებული კომპოზიციები, კომპოზიტორ გივი მუნჯიშვილს ეკუთვნოდა. შესრულდა უწმინდესისა და უეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საგალობელიც. ღონისძიებას რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იოანე  და რუსთავის სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საგალობლების შესრულება მეუფის კურთხევით, საქართველოს პატრიარქის დაბადების დღეზეც იგეგმება.