რუსთავში ორ კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2022-01-23 22:29:25

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში ჯავახიშვილის ქუჩა N1 და რჩეულიშვილის N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს ფასადის რეაბილიტაცია და გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩაუტარდება.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან  847 434 გამოიყო.

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები