"მომატებულია ინფექციური დაავადებების შემთხვევები"

2022-01-21 19:39:51

რუსთავში ბავშვებში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შემთხვევებმა იმატა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა მაია ავალიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინფექციურ განყოფილებაში 25 საწოლიდან 19 უკვე დაკავებულია.

"ინფექციურ განყოფილებაში 19 ბავშვი წევს სხვადასხვა ინფექციებით. ვირუსული, ნაწლავური და კოვიდ ინფექციებით. მომატებულია ინფექციური დაავადებების შემთხვევები. ძირითადად სიმპტომები, რაც ბავშვებში გამოვლინდა, არის ტემპერატურა, ღებინება და დიარეა",- განაცხადა მაია ავალიშვილმა.

თითქმის სავსეა კლინიკა "რუსთავის" პედიატრიული განყოფილებაც. როგორც პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯონი სამხარაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, გავრცელებულია სხვადასხვა ვირუსები და მათ სამედიცინო დაწესებულებაში 7 საწოლიდან 6 უკვე დაკავებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები