რუსთავის რომელ სკოლებში დაფიქსირდა კოვიდ19

2022-01-21 18:35:56

რუსთავის 10 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრში განუცხადეს ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება მე-2, მე-4, მე-5, მე-7, მე-15, მე-17, 20-ე, 21-ე, 24-ე, 25-ე.

ცნობისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსი  40 მოსწავლესა და გეგმური ტესტირების შედეგად 20 მასწავლებელს დაუდასტურდა, თუმცა რესურსცენტრის ცნობით, ყველა სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ჯერ-ჯერობით არცერთი სკოლა არ გადადის სრულად ონლაინ სწავლებაზე.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები