ხანძარი რუსთავში [video]

2022-01-21 17:56:19

რუსთავში, საწარმო "რუსთავის აზოტისკენ" მიმავალ გზაზე ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მეორად საბურავებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ეკიდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის ერთი ეკიპაჟი.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები