რუსთავის საჯარო სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების 60 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, კორონავირუსი 40 მოსწავლესა და გეგმური ტესტირების შედეგად 20 მასწავლებელს დაუდასტურდა, თუმცა ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სწავლის პროცესს და ონალის სწავლებაზე მხოლოდ რიგი კლასები გადავა.
კონკრეტული სკოლების შესახებ, სადაც კოვიდის შემთხვევები ფიქსირდება, დეტალურ ინფორმაციას რესურსცენტრი მოგვიანებით მოგვაწვდის.