ხანძარი რუსთავში [video]

2022-01-20 11:40:53

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ხანძარია. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

როგორც სააგენტოსთან თვითმხილველებმა განაცხადეს, ცეცხლი პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა, თუმცა ხანძრის დროს იქ არავინ იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი იყო მეორე სართულზე არსებულ ერთ-ერთ სახლში და შენობიდან მათი უვნებლად გამოყვანა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები