რუსთავის ნაწილს ელ. ენერგია არ მიეწოდება

2022-01-18 14:36:15

რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემაში განუცხადეს, დენის გათიშვის მიზეზი სომხეთში ელექტრო გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარია, რის გამოც ელექტრო ენერგიის იმპორტი შეწყდა.

მათი ცნობით, მიმდინარეობს გადართვები, რათა ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგეს.

ავარიის გამო ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა რუსთავი და მარნეულის ნაწილი.