თეთრი ხაზი მკვდარ ცხოველს გადაატარეს (ფოტო)

2017-09-04 16:32:20

დუშეთში, ბაზალეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე, თეთრი ზოლი მკვდარ ცხოველზე გაავლეს. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გიორგი ჭინჭარაულმა გაავრცელა.
ფოტო  რამდენიმე საათის წინ არის გადაღებული. აღნიშნულ მონაკვეთზე თეთრი ზოლი, სავარაუდოდ, დღეს გაავლეს.
ფოტოს სოციალურ ქსელში გამოხმაურება უკვე მოჰყვა.