რუსთავის კოვიდკლინიკაში 2 პაციენტი გარდაიცვალა

2022-01-17 19:55:20

რუსთავის კოვიდკლინიკაში ბოლო სამ დღეში კორონავირუსს 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორივე ინფიცირებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა განუცხადა, ორივე პაციენტი ქალი იყო და მათ თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთი ინფიცირებული 60 წლამდე იყო, ხოლო მეორე 63 წლის.

ბოლო სამი დღის განმავლობაში კლინიკა "რუსთავსა" და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები