ვის გადაუხდის ერთი წლის განმავლობაში მთავრობა დენის გადასახადს

2022-01-17 19:48:26

150 000 და ნაკლები სოციალური ქულის მქონე მოსახლეობას მთავრობა ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს დაუსუბსიდირებს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მოგეხსენებათ,აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღაღიბაშვილის თქმით, საერთო ჯამში ელექტრო ენერგიის სუბსიდირება მილიონამდე ადამიანისთვის მოხდება.